არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი. გაუმართლებელს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობ რბილი სიტყვა შევარჩიო, თორე ენის წვერზე სხვა სიტყვაც მადგება რა თქმა უნდა, - ეს განცხადება ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ცნობილი გახდა, მისი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
“ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. ასევე, მინდა განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, მაშინ, როდესაც გუნდს ძალიან ვჭირდებოდით - ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც გუშინ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. არც ერთხელ კონსერვატორებს არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ხშირად დავზარალებულვართ კიდეც, პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი. გაუმართლებელს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობ რბილი სიტყვა შევარჩიო, თორე ენის წვერზე სხვა სიტყვაც მადგება, რა თქმა უნდა“, - თქვა ძიძიგურმა.