ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი შეხვედრებს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყებს და უწყების პირველ პირს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროდან რასმუსენი თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლებს, სადაც სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.
შემდეგ შეხვედრებს პარლამენტის თავჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს. ამის შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენი, გიორგი ბარამიძესთან ერთად, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს გახსნის.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ნატოს გენერალური მდივნისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია.
ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი თბილისშია 30 სექტებერს ჩამოვიდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22:20 საათზე დაეშვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი დახვდნენ.
ანდერს ფოგ რასმუსენისთვის ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში პირველი ვიზიტია. იგი დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა.
ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს დღეს დატოვებს.