ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი თბილისშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22:20 საათზე დაეშვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი დახვდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს ხვალ, 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრება. გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლებს, სადაც სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.
შემდეგ შეხვედრებს პარლამენტის თავჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს. ამის შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენი, გიორგი ბარამიძესთან ერთად, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს გახსნის.
ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს ამავე დღეს დატოვებს.