“მთელი ხუთი თვე იძახდნენ, რომ ერთადერთი ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემა არ აწყობს ნაციონალური მოძრაობააო, - განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტთან დაკაშვირებით.
მისი თქმით, ახლა კი ამბობენ, მხარს იმიტომ ვერ დავუჭერთ, რომ ეს ენმ-ს აწყობსო.
“მთელი ხუთი თვე იძახდნენ, რომ ერთადერთი ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემა არ აწყობს ნაციონალური მოძრაობააო. ახლა კი ამბობენ, მხარს იმიტომ ვერ დავუჭერთ, რომ ეს ენმ-ს აწყობსო. ალბათ გონიათ, რომ ხანმოკლე მეხსიერება გვაქვს. საზოგადოება უნდა იყოს ერთსულოვანი და მჯერა იქნება. უკან დასახევი აღარაფერი გვაქვს“, - თქვა მელიამ.