იმედია, საქართველოში გაიგებენ, რომ რუსეთი საუკეთესო მეზობელია - წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი თავის "ტელეგრამის" არხზე. ინფორმაციას გროზნოს ტელევიზია ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კადიროვმა ამგვარად უპასუხა სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვას, არღუნის ხეობის გავლით საქართველოში გზის მშენებლობის თაობაზე.
"მეკითხებიან არღუნის ხეობის გავლით საქართველოში გზის მშენებლობის მნიშვნელობის შესახებ. ეს დროის საკითხია. გზის მშენებლობა რუსეთის, საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებში შედის. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის გზაა.
ვიმედოვნებ, საქართველოში, დროთა განმავლობაშ მიხვდებიან, რომ რუსეთი საუკეთესო მეზობელია. ის [რუსეთი] იქნება პირველი, ვინც დახმარების ხელს გაუწვდის საქართველოს", - დაწერა კადიროვმა.