საქართველო წარმატებულ ქვეყნად ყალიბდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობისა" და მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს კონცეფცია ევროპული, მაგრამ ერთიანი და თავისუფალი კავკასიის შექმნის შესახებ, რომელმაც მთელ მსოფლიოში ტალღები გამოიწვია. ეს იდეა ჩემი მოგონილი არ არის და არც მოკლევადიანი ახირებაა. უახლეს ისტორიაში მწარე გამოცდილება მივიღეთ. ამ კონცეფციაში ლიდერები უნდა ვიყოთ. არაფერი ისეთი წამატებული არ არის, როგორც თვითონ წარმატება და საქართველო დღეს წარმატებულ ქვეყნად ყალიბდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, რა რეიტინგებიც არ უნდა გამოქვეყნდეს, არაფერს ნიშნავს, რადგან ხალხისთვის მთავრია ის აღმშენებლობა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.
"ხალხი უყურებს, ბათუმში რა ცათამბჯენების შენდება, რა ხდება ყველაზე უფრო მივიწყებულ და მიყრუებულ ადგილებში, ისე, როგორც ეს ხდება ჯავახეთში. თბილისელები ჯავახეთში ნამყოფები არ არიან, რადგან იქამდე ჩასვლას ექვსი საათი უნდა. როგორც კი ეს დრო შემცირდება, კოლუმბებივით აღმოვჩენთ საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.