მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების არჩევნების შემდეგ გაწეულ შრომას დადებითად აფასებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლს წინასაარჩევნო დაპირებებს შეუსრულებს, განსხვავებით ძველი, ბნელი დროისგან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" და მთავრობის წევრებს შეხვდა.
სააკაშვილის განმარტებით, ის 67%, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში აიღო, არის დამყარებული ამომრჩევლის განცდაზე, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდება.
"მე მომწონს, რომ გავაგრძლეთ მუშაობა, მაგალითად თბილისის მერი 120 დღიან პროგრამზაე გადავიდა საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, რომ დანაპირევი არ დარჩენილიყო, ისე როგორც ისტორიული პრეცედენტები გვახსოვს ბნელი დროიდან. ისევე როგორც საქართველოს რეგიონში გუბერნატორი, მერი ძალიან აქტიურად მუშაობს არჩვენების შემდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.