"დღეს, რუსეთს მართავს KGB-ს ყოფილი ოფიცერი [ვლადიმერ პუტინი], რომელიც იჭრება მეზობელ ქვეყნებში და კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტისას, სადაც ბერლინის კედილს დანგრევიდან 30 წლისთავს აღნიშნავენ.
მაიკ პომპეომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ინტერვენციასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაში დაადანაშაულა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, სადაც მან განსაკუთრებული აქცენტი რუსეთისა და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე გააკეთა.
"დასავლეთის, თავისუფალ სახელმწიფოებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ თავიდან აიცილონ საფრთხე, რომელიც დგას ჩვენი ხალების წინაშე. ეს საფრთხები მომდინარეობს ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და ირანი", - თქვა პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას „ნატოს ტვინის სიკვდილთან“ დაკავშირებით.
"თუ დღეს სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება ნატოსთვის საჭირო რესურსების მიწოდების გარეშე, თუ ისინი არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, მაშინ არსებობს რისკი იმისა, რომ ნატო შეიძლება გახდეს არაეფექტური", - დასძინა მან.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად ადანაშაულებს ნატოს მოკავშირეებს, რომ ისინი არასაკმარისად გამოყოფენ ნატოს სამხედრო ბიუჯეტისთვის თანხებს.