ლისაბონის ნატოს სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სამიტზე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც არის მიწვეული.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა.
ლისაბონის სამიტამდე კი საქართველოში დღეს ნატოს გენერალურ მდივანს ელოდებიან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ლისაბონში ნატოს სამიტი 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც ნატოს ახალი სტრატეგიის მიღება იგეგმება.