აქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ჩამოსვლას გამოეხმაურა. როგორც საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კენტ დე ლონგსდონმა განაცხადა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ნატოს გენმდივანმა საკუთარი თვალით ნახოს ის წარმატები რასაც საქართველომ მიაღწია.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის. ეს იქნება მისთვის კარგი შესაძლებლობა თავის საკუთარი თვალით ნახოს ის კარგი საქმეები რომელიც საქართველოში კეთდება და ქვეყანას ნატოში გაწევრიანებაში დაეხმარება", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი საქართველოს ხელისუფლების წევრებს და ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეხვდება.