ხელისულებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ზემო ნიქოზისა და სხვა ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლება შენარჩუნოს. ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ზემო ნიქოზში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ამ სოფლებში ხალხი სახელმწიფოს უდიდეს სამსახურს უწევს, მხოლოდ იმით, რომ ისინი აქ ცხოვრობენ. თუ ეს სოფლები დაიცლება, ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის კატასტროფა იქნება. ამიტომ, მოვითხოვ, ხელისუფლებამ ამ ზამთარსვე გამოყოს სუბსიდიები ამ ადამიანთა დასახმარებლად და უზრუნველყოს ისინი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ხელისულებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საზღვრისპირა სოფლების შენარჩუნება მოხერხდეს და ეს სოფლები მოსახლეობისგან არ დაიცალოს.