"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებმა" დღეს ზემო ნიქოზის მოსახლება მოინახულა.
როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, აუცილებელია კონფლიქტის ზონისპირა მოსახლეობისთვის ხელისუფლებამ სუბსიდიები გამოყოს.
"ეს ხალხი არ ითხოვს მოწყალებას. ეს ადამიანები არ არიან ზარმაცები, მათ არავის კმაყოფაზე ცხოვრება არ უნდათ. თუმცა, მათი სახნავ-სათესი ოკუპირებულ ზონებში დარჩენილია. შესაბამისად, ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ უზრუნველყოფს, რათა შევიდნენ და დაამუშაონ თავიანთი მიწები. ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფომ სასწრაფოდ გამოყოს სუბსიდია, რათა მოსახლეობამ ელემენტარულად ზამთარი გადაიტანოს",- აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, მოსახლეობას სჭირდება შეშით, ფქვილით, კვების პროდუქტებით, სხვა ნივთებით, ასევე ბავშვებისთვის წიგნებით მომარაგება.