4-5 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში მიემგზავრება. პრემიერ-მინისტრთან ერთად ბულგარეთში მიდის ასევე ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ჯემალ ინაიშვილის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან კორპორაცია Fფოთის საზღვაო ნავსადგური, შპს უშბა დისტილერი, შპს ალფა, სს ლომისი, შპს ტრანსიაბერიასერვისი, შპს ჯორჯიან ჰაზელნატ იმპექსი.
4 ოქტომბერს, სოფიაში ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართება საქართველო-ბულგარეთის ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები. ფორუმზე მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.