დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილი წევრი ანტონიეტე სენდბახი ლიბერალ-დემოკრატების პარტიას შეუერთდა. აღსანიშნავია რომ სენდბახმა ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე 42 დღით ადრე მიიღო.
ედინბურგელი დეპუტატი მეხუთეა, რომელიც ლიბერალ-დემოკრატების პარტიას შეუერთდა.
სენდბახი ყოფილი ადვოკატია, რომელიც 12 დეკემბრამდე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ლიბერალ-დემოკრატების მხარეს განთავსდება და ბრექსიტის წინააღმდეგ იბრძოლებს.
სენდბახმა 2017 წლის არჩევნებში, კონსერვატიული პარტიის მანდატით ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.
„ეს არჩევნები ჩემს სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი.კონსერვატიული პარტია მათ სთავაზობთ მრავალწლიან გაურკვევლობას, ხოლო ლიბერალ-დემოკრატები ვაპირებთ ბრექსიტის შეჩერებასა და ევროკავშირში დარჩენას. ვამაყობ, ვიდგე ლიბერალ-დემოკრატებთან ერთად, რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბით იბრძვიან ნათელი მომავლისთვის“,- განაცხადა სენდბახმა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატამ დაამტკიცა კანონპროეტი 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.
ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 20 დეპუტატი წავიდა.
შესაბამისი კანონპროექტი თემთა პალატის წინაშე პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა წარადგინა.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის წინადადებას დათანხმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დათანხმდა ბრექსიტის 3 თვით - 2020 წლის 31 იანვრამდე - გადავადებას.