30 ოქტომბერს, 11:15 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და ავსტრიის ელჩთან, არად ბენკოსთან ერთად, წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევებს, ევროკავშირის პროექტისა „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზე შეაჯამებს.