ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის წევრმა პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა მეუფე იაკობის განცხადებებსა და გიორგი მამალაძის წერილან დაკავშირებით.
„მინდა, გამოვეხმაურო ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე უმძიმეს პროცესებს და პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედა ეკლესიას და პატრიარქს. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, დაიწყო ვარდების რევოლუციიდან“, - თქვა ინაშვილმა.