წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას წარმომადენლობითი კრების წევრმა, მსახიობმა გია ბურჯანაძემ განუცხადა.
"სახალხო კრების მოწვევის ორგანიზებისა და შემდგომი ეფექტური საქმიანობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი და "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" ერთობლივად იმოქმედებენ, რათა უზრუნველყონ სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა 25 ნოემბერს, ასევე საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში საინიციატივო კომიტეტების ჩამოყალიბება და რეგიონული შეკრებების ჩატარება. პარალელურად, გაიმართება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, მათი კრების მოწვევის პროცსში ჩართვის მიზნით", _ განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, 25 ნოემბრამდე მოხდება საქართველოს მოსახლეობის ინფომრირება სახალხო კრების მიზნებისა და ამოცანების თაობაზე, ხოლო 14 ოქტომბერს რეიგონალური შეკრება ბათუმში გაიმართება.
წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც წარმომადგენლობის სახალხო კრების ვებგვერდზე დაიდება და ვინც დეკლარაციას ეთანხმება, მას შეუძლია თავისი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსიროს.