ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში" ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის საბოლოოდ ანგარიშსა და რეკომენდაციებს წარმოადგენს, რომელიც მისიამ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის გამოქვეყნა.
სადამკვირვებლო მისიის ანგარიში ძირითადად დადებითი ხასიათისაა და მასში პოზიტიურად არის შეფასებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გადადგა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ასევე გაიმართება ცესკოს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.