ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას მოადგილედ თბილისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ტარიელ ხიზანეიშვილი დაინიშნა.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ხიზანეიშვილს დღეს შეუწყდა.
ხიზანეიშვილის ნაცვლად, საქალაქო მეურნეობის კომისიას საკრებულოს დეპუტატი ხვიჩა სანაია უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ საკრებულოს დეპუტატთა სხდომაზე გახდა.
სხდომაზე მიიღეს ცვლილებები თბილისის გენერალურ დაგეგმარებაში. რუსთაველის ქუჩისა და გრიბოედოვის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომი გაკეთდება.