"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" საკრებულოს უნდობლობას უცხადებს. მათი განცხადებით, საკრებულოს უმრავლება საერთოდ არ განიხილავს მოქალაქეების მიერ შემოსულ განცხადებებს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია , "ქდმ"-ს წევრმა ზაზა გაბუნიამ დეპუტატთა სხდომაზე განაცხადა, საკრებულო სოციალურ პროგრამებს და მოსახლეობას არასერიოზულად ეკიდება. როგორც მან განმარტა, ოპოზიციურ პარტიებს ამ პროექტების კურირების საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს.
ფრაქციის თავჯდომარის ინგა გრიგოლიას თქმით, ის აპირებს საკრებულოს თავჯდომარის ზაალ სამადაშვილის კაბინეტში განიხილოს ის პრობლემები, რომლებიც მას მოსახლეობამ წერილობით მიწერა.
,,ხვალ მოქალაქეთა მიღების დღე მაქვს. მათ ზაალ სამადაშვილის კაბინეტში მივიღებ და მასთან ერთად განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. მინდა პირადად გაეცნონ ამ ხალხს, რადგან მათ განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობის წევრები არც კი კითხულობენ", - განაცხადა გრიგოლიამ.
,,ქრისტიან-დემოკრატები" პროტესტს გამოხატავენ ინფორმაციის დამალვის შესახებ. მათი თქმით, რა ხდება საქალაქო სამსახურებსა და გამგეობებში მათთვის გაუგებარია, რადგან მათ ინფორმაციის საშუალების მიღებას არ აძლევენ