ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებულ სხდომა დაიწყო. შეხვედრა გახსნა მსახიობმა გოგი ქავთარაძემ, რომელმაც სრულიად საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"თუ საქართველოს მოსახლეობას მართლაც სურს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება, ამას არჩევნებით ვერ მიაღწევს და აუცილებელია უფრო გონიერი ნაბიჯები გადადგას,"- განაცხადა ქავთარაძემ.
წარმომადგენლობით სახალხო კრებას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია, ირაკლი ბათიაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, სოსო ცისკარიშვილი, მერაბ ჯიბლაძე და საზოგადოების ცნობილი სხვა ადამიანები ესწრებიან.