დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოს-პრემიერ მინისტრი ნიკოლოზ გილაური თურქეთში ოფიციალურ სამუშაო ვიზიტს იწყებს. '
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები შეხვდებიან თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოღანს.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკული და ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში.
დაგეგმილია შეხვედრა თურქ ბიზესმენებთან, რომელზედაც განიხილება საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის საკითხები.