დღეს, 29 სექტემბერს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილსა და 20-მდე ადვოკატს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსია.
ახალი კოდექსი ძალაში 2010 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შედის.