თბილისის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქცია "დედაქალაქი" შეიქმნა. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: დეპუტატები კახა კუკავა (კონსერვატორები), კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია) და ნათელა მაჭავარიანი (საქართველოს გზა). ამის შესახებ დღეს საკრებულოშო გამართულ პრესკონფერენციაზე ისუბრეს.
"ჩვენი პრიორიტეტები იქნება ადამიანთა უფლებების და სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა, თბილისელებისთვის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა, ქალაქის ბიუჯეტის კონტროლი. ვითანამშრომლებთ ყველა სხვა დანარჩენ ფრაქციასთან, ასევე, უფრაქციო ოპოზიციონერ წევრებთან", - განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.
ფრაქციას კობა დავითაშვილი უხელმძღვანელებს, მდივანი კი კახა კუკავა იქნება.