მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გადაყენების საკითხი განსაკუთრებულ კომენტარებს არ საჭიროებს. განაცხადა ჩინეთში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მოსკოვის მერის გადაყენების მიზეზები კარგადაა ახსნილი პრეზიდენტის განკარგულებაში მერის გადაყენების შესახებ.
"მე როგორც რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის მერის იური მიხეილის ძე ლუჟკოვისადმი ნდობა დავკარგე", _ განაცხადა მედვედევმა და იქვე განმარტა, რომ სახელმწიფოს უმაღლესი პირი ვერ შეძლებს იმ ჩინოვნიკებთან და რეგიონების ხელმძღვანელებთან მუშაობას ვისადმი ნდობაც მას არ გააჩნია.
ამასთან ერთად დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ ლუჟკოვის გადაყენებას შესაძლოა სხვა პირების მიერ თანამდებობებიდან გათავისუფლებაც მოჰყვეს, რომელთა მიმართ პრეზიდენტს ნდობა აღარ გააჩნია.
"ეს მოხდა პირველად და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შემთხვევები შესაძლოა განმეორდეს. ეს კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან ერთად, დიმიტრი მედვედევი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ვლადიმერ რესინი შეძლებს და მასზე დაკისრებულ ამოცანას შეასრულებს.
"კანონის შესაბამისად შეირჩევა კანდიდატურები და მე როგორც პრეზიდენტს წარმედგინება. ამის შემდეგ კი უკვე მე გადავწყვიტავ ვინ იქნება მოსკოვის ხელმძღვანელი", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები