თბილისის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქცია "დედაქალაქი" შეიქმნა. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: დეპუტატები კახა კუკავა ( კონსერვატორები), კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია) და ნათელა მაჭავარიანი ( საქართველოს გზა). ამის შესახებ დღეს საკრებულოშო გამართულ პრესკონფერენციაზე ისუბრეს.
"ჩვენი პრიორიტეტები იქნება: ადამიანთა უფლებების და სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა, თბილისელებისათვის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა, ქალაქის ბიუჯეტის კონტროლი. ვითანამშრომლებთ ყველა სხვა დანარჩენ ფრაქციასთან, ასევე, უფრაქციო ოპოზიციონერ წევრებთან ,"-განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.
ფრაქციას კობა დავითაშვილი უხელმძღვანელებს, მდივანი კი კახა კუკავა იქნება.