არასდროს შევურიგდებით ყირიმის უკანონო ანექსიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას - ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე გამოსვლისას ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. არასდროს შევურიგდებით ყირიმის უკანონო ანექსიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას", - თქვა გიტანას ნაუსედამ.