"ახალი მემარჯვენეები" სხვის დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებს"- ეს განცხადება "ახალი მემარჯვენეების'' ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მემრჯვენეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახალხო კრებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
"სახალხო კრების გამართვის დაგეგმაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც სახალხო კრებაში და არც სხვა პროექტებში, რომელიც ჩვენ არ დაგვიგეგმავს არ ვიმონაწილეოთ", - განაცხადა ნაჭყებიამ.
სახალხო კრება 29 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები მიიღებენ.