სასტუმროთა ქსელმა Four Seasons Hotels and Resorts-მა 2021 წლიდან ახალი პროექტის გაშვების შესახებ განაცხადა. საუბარია კერძო თვითმფრინავზე, რომელშიც სასტუმრო იქნება განთავსებული - "სასტუმრო ცაში".
კომპანია მომხმარებლებს კერო თვითმფრინავის მომსახურეობას 2015 წლიდან სთავაზობს და ამ დროის განმავლობაში ამ სერვისით ასობით სტუმარმა ისარგებლა. 
არსებული გამოცდილების ფონზე კი Four Seasons-მა გადაწყვიტა მომხმარებელს გაუმჯობესებული სერვისი შესთავაზოს.
ჯეტი A321LR, Airbus NEO-ს ხაზიდან დაპროექტებულია სპეციალურად Four Seasons-თვის. საჰაერო ხომალდს, ამ კლასში, ყველაზე მაღალი და ფართო სალონი გააჩნია, რომელიც განტვირთვისთვის და დასვენებისთვის ერთობ მისაღები ადგილია.
ახალ Four Seasons Private Jet-ი 48 სავარძელს აერთიანებს, რომელიც იტალიური წარმოების ტყავისგნაა დამზადებული.
თვითმფრინავის თითო სტუმარს საშუალოდ 2 მეტრიანი სივრცე ერგბა.
Four Seasons Private Jet-ში განთავსებულია ასევე ლაუნჯი ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრებისთვის და ჰაერში გასტრონომიული შოუებისათვის.
Four Seasons Private Jet-ზე Four Seasons-ის შეფ-მზარეული შეეცდება სტუმრები სხვადასხვა კულინარიული ნაშრომებით მოხიბლოს. მგზავრებს ასევე მოემსახურება Four Seasons-ის კონსიეჟი, ექიმი და სხვა.
Four Seasons Private Jet-ის მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ და განახორციელონ მოგზაურობა ოთხი ახალი მარშრუტით:
1. სერენგეთი - რუანდა - ბანგკოკი - დუბაი - სეიშლები - კამბოჯა;
2. სიეტლი - კიოტო - ჰოი ან - მალდივები - სერენგეთი - მარაქეში - ბუდაპეშტი - სანქტ-პეტერბურგი - პარიზი;
3. ჰავაი - ბორა ბორა - სიდნეი - ბალი - ჩიანგ მაი - ტაჯ მაჰალი - დუბაი - პრაღა - ლონდონი;
4. მაიამი - მექსიკის ქალაქი - აღდგომის კუნძული - ბორა ბორა - დიდი ბარიერული რიფი - ბანგკოკი / სამუი - იორდანია - პირამიდები - ათენი - მადრიდი.