პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. როგორც პრეზიდენტის პრეს-პიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით უმეტეს იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთთან მიმართებაში აქვს როგორც ნატოს ასევე ევროკავშირს.
"ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოს ხარჯზე არასდროს მოხდება," - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, რასმუსენი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან, პარალმენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან გაიმართება. ამასთან რასმუსენი ევროატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ინაოგურაციაშიც მიიღებს მონაწილეობას.