დღეს გუბაზ სანიკიძე ლილოსა და ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე 14:00 შედგება, ხოლო 17:00 საათზე - ვაზისუბნის დასახლების I მიკრორაიონში, სუპერმარკეტ "პოპულის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეხვედრების მიზანია, საზოგადოებას გააცნონ „ეროვნული ფორუმის" უახლოესი გეგმები, მათ შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პარლამენტში შესული ინიციატივის არსი.
შეგახსენებთ, „ეროვნულმა ფორუმმა" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით 130 000 ხელმოწერა მოაგროვა, საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ თბილისზე მოდის. აუცილებელია, რომ აღნიშნულ ინიციატივას დედაქალაქის მოსახლეობის გაცილებით დიდმა ნაწილმა გამოუცხადოს მხარდაჭერა, რათა საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო გარემო.
მასალის გამოყენების პირობები