NASA დედამიწის ატმოსფეროს სიახლოვეს, პოტენციურად საფრთხის შემცველი ციური სხეულების მონიტორინგს დაიწყებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი, რომელსაც ფუნქციონირების დასაწყებად 2020 წლის ბიუჯეტიდან 150 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება, უკვე დამტკიცებულია.
NASA უკვე მუშაობს ტელესკოპზე, რომელიც დედამიწის „სამეზობლო“ სივრცის სრულ სკანირებას ინფრაწითელი გამოსხივებით შექმნის, რაც პროგრამის ავტორებს, ჩვენს სიახლოვეს მოძრავ ასტეროიდებსა და ციურ სხეულებზე სისტემატიური დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს.
NASA-ს სტრუქტურული დაქვემდებარების ქვეშ იქმნება ახალი - „პლანეტარული თავდაცვის სააგენტო“, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს 2019 წლიდან დაიწყებს.
თეთრ სახლში სააგენტოს გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი მეცნიერი თომას ზურბუჩენი სიტყვით გამოვიდა. მან შეხვედრაზე სიხარულით აღნიშნა, რომ პროექტი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა, დღის სინათლეს იხილავს.
„მიზანი არ არის ყველაფერი გავაკეთოთ მარადისობისთვის, მიზანია შესატყვისი ნაბიჯების გადადგმა, როდესაც პრობლემა გამოჩნდება“,- აღნიშნა სამეცნიერო მისიების ასოცირებულმა პროფესორმა თომას ზურბუჩენმა თეთრ სახლში, პლანეტარული მეცნიერების კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.