საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო 3-4 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
"ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი უხელმძღვანელებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად. კომისიის სხდომა ბათუმში გაიმართება.
გენერალური მდივნის მოადგილე და ნატოს მუდმივი წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ქართველ პარლამენტარს.
ნატოს ელჩები სამუშაო ლანჩს გამართავენ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ეწვევიან საქართველოს სანაპირო დაცვის გემებს.
როუზ გოტემოლორი სიტყვით გამოვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, - აღნიშნულია ნატოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.