2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები 2.2 მლნ ლარით იზრდება და 8.2 მლნ ლარით განისაზღვრება.
როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათი წერია, აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და მალე მისი საკომიტეტო მოსმენა დაიწყება.