გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის წევრმა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.