2019 წლის 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსავლებმა 6,943 მლნ ლარი (წლიური გეგმის 66%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 114 მლნ ლარით (2%-ით) აღემატება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების უდიდეს ნაწილს (6,315 მლნ ლარი) საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, საიდანაც 43%-ს დამატებული ღირებულების, 33%-ს საშემოსავლო, 14%-ს კი აქციზის გადასახადი წარმოადგენს;
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები (9%-ით) და 2,096 მლნ ლარს შეადგენს. ამავდროულად, შემცირდა შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2,719 მლნ ლარამდე (7%-ით) და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავლები 860 მლნ ლარამდე (9%-ით)
შემოსავლების უდიდეს ნაწილს (6,315 მლნ ლარი) საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, საიდანაც 43%-ს დამატებული ღირებულების, 33%-ს საშემოსავლო, 14%-ს კი აქციზის გადასახადი წარმოადგენს;
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები (9%-ით) და 2,096 მლნ ლარს შეადგენს. ამავდროულად, შემცირდა შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2,719 მლნ ლარამდე (7%-ით) და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავლები 860 მლნ ლარამდე (9%-ით).
დეტალებ იცილეთ აქ: