იტალიაში, მამაკაცმა გარეულ ტახებზე ნადირობის დროს, შემთხვევით მამა მოკლა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ტრაგედია ქალაქ პოსტიგლიონესთან ახლოს მოხდა.
იტალიური მედიის ცნობით, მამა-შვილი ტყეში, დაბურულ ბუჩქებში გადაადგილდებოდა, რა დროსაც 34 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. რამდენიმე წამში აღმოაჩინა, რომ არასწორი მიმართულებით გაისროლა.
34 წლის იტალიელმა მონადირემ მაშინვე უხმო დახმარების ჯგუფს, თუმცა ექიმებმა 55 წლის მარტინო გაუდიოსოს გადარჩენა ვერ მოახერხეს.
პოლიციის განცხადებით, ორივე მამაკაცი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ნადირობა აკრძალულია.