საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩარ მოთაქს შეხვდა. გაიმართა, აგრეთვე, შეხვედრები სერბეთის, იორდანიის, იაპონიისა და ბულგარეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან. როგორც ვაშაძემ განაცხადა, რამდენიმე ქვეყანამ, კერძოდ, სენეგელმა და ნიგერიამ საქართველოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში დახმარებისათვის მიმართეს.
"ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, სენეგალსა და ნიგერიაში, საჭიროა ექსპერტული დახმარება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. მათ საქართველოს მომართეს ამ საკითხებში დახმარებისათვის. ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებზე. ეს ყველაფერი ქმნის ნიადაგას იმისათვის, რომ საქართველოს ურთიერთობა აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან არ იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ დაფუძნებული ძალიან მყარ ეკონომიკურ ბაზაზე", - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.