2019 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 494.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.7 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 768.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.7 პროცენტი იყო.