ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი დაესწრება ხვალ, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს სხდომაში პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური მიიღებს მონაწილეობას.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის და ამ მიმართულებით 2009-2010 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხს განხილავენ.
ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტებმა დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მონიტორინგი განახორციელეს და პრემიერ-მინისტრს მონიტორინგის შესახებ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ.