აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გაფართოების შესახებ განკარგულება გასცა.
"ხაზინის მდივანს დავავალე მნიშვნელოვნად გაზარდოს ირანის წინააღმდეგ სანქციები," - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, ვაშინგტონი თეირანს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
ირანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.
გასულ კვირას, საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.