საქართველოში მოვა ის ხელისუფლება, რომელიც ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის ჩატეხილ ხიდებს აღადგენს. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს სოხუმის დაცემის დღეა და კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავი დადო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. მინდა თავი მოვიხარო მათი ოჯახების წინაშე და გულისტკივილი გაუზიაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მიწა-წყალი ენატრება, მათ შორის ვარ თვითეული ჩვენგანი, რადგან ყველას გვენატრება საქართველოს ის კუთხეები, სადაც სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენი ჩასვლა შეუძლებელია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში მოვა ხელისუფლება, რომელიც შესძლებს აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდების და ნდობის აღადგენს.