დღეს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე დააკვეს, წარსულში ხულიგნობასა და ქურდობისათვის ნასამრთლევი, 1962 წელს დაბადებული მერაბ დუდაევი და 1974 წელს დაბადებული ზაზა გერგიშვილი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს ასი ლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ შპს "თბილისის ავტობუსის" კონტროლიორად სამსახურის დაწყებას. ორივე ეჭვმიტანილი აღირებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიებას აწარმოებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თითოეულ ფაქტზე 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.