პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ 27 სექტემბრის ტრაგედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თარიღი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ვერ მოახერხა საქართველომ ტრაგედიის აცილება.
"27 სექტემბერი არის სიმბოლური თარიღი, ცუდი თვალსაზრისით, თუ როგორ მოახერხა ქართულმა სახელმწიფომ ტრაგედიის თავიდან აცილება და სიმბოლო იმისა, თუ რა როლი შეასრულა, დაახლოებით 20 წლის წინ, ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს წინ უსწრებდა ის, რაც 27 სექტემბერს მოხდა და ამ პერიოდში ათასობით ქართველი დაიღუპა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბიუროს წევრებმა დღესვე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 27 სექტემბერს დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას.