კონსტიტუციის შესახებ კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა კონსულტაციების გამართვას ითხოვს. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ოპოზიციას მცირე დრო აქვს იმისათვის, რომ კონსულტაციები დაიწყოს და კონსულტაციების თარიღის დადგენა პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვა.
დავით ბაქრაძემ კონსულტაციებისტვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, ასეთი კონსულტაციები ხვალ ან ზეგ მოეწყოს.
"მე, ჩემის მხრივ, თანახმა ვარ, რომ ეს კონსულტაციები შედგეს და შევთანხმდეთ დროზე, რათა მეორე მოსმენამდე უნდა მოვძებნოთ კომპრომისი იმ საკითხებზე, რომელსაც ოპოზიცია ამ კანონპროექტის მოსმენის შემდეგ აყენებდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.