"ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის შერიგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამის შესახებ ალასანიამ გამარჯვების პარკში საქართველოს ვეტერანთა ლეგიონის მიერ ინიცირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"17 წლის წინ სოხუმში ქართველი მებრძოლები დამარცხდნენ და სოხუმი დაიკავა საქართველოს მოწინააღმდეგემ, მაგრამ 17 წლის წინ 27 სექტემბერს მოხდა კიდევ ერთი ფაქტი _ ჩვენმა მებრძოლებმა და აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თავი შეეწირათ საქართველოსათვის. ისინი სოხუმში დარჩნენ. ასეთი გმირების ქვეყანა არასოდეს არ იქნება დამარცხებული. დღეს ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ბრძოლა ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის შერიგებისთვის და ბრძოლა საკუთარ თავზე ამაღლებისათვის," - განაცხადა ალასანიამ.