"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეროვნული სახალხო კრების საქმიანობაში ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელისა და ალექსანდრე ებრალიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
"ვისთვისაც უმთავრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ კრების საქმიანობაში", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს არც რესპუბლიკური პარტიის წევრი ირაკლი ბათიაშვილი.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ კრების საქმიანობაში ალექსანდრე ებრალიძის და ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობის შესახებ პირველად ესმის.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ეროვნული სახალხო კრების საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ზურაბ ნოღაიდელი და ალექსანდრე ებრალიძეც აპირებენ.