"დღეს რომ ერთად ვდგავართ, საქართველოს ერთიანობის მაჩვენებელია," _ ეს განცხადება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აფხაზეთის დაცემის 17 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
"განსხვავებული აზრის მქონე პარტიები დღეს რომ ერთად ვდგავართ, ნიშნავს იმას, რომ საქართველო უფრო ერთიანია. დღევანდელი დღე ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანია",-აღნიშნა თარგამაძემ.
ღონისძიებას, ქრისტიან-დემოკრატების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები წარმომადგენლებიც დაესწრნენ.