10-11 სექტემბერს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ორგანიზებით რეგიონულ ჰოსპიტალში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. კონფერენცია იაშვილის კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების 15 წლის იუბილეს ეძღვნება.
სპეციალურად ამ კონფერენციისთვის, საქართველოს ჯორჯიის შტატის პედიატრიული კლინიკების გადაუდებელი დახმარების წამყვანი სპეციალისტები ეწვევიან. ისინი ქართველ ექიმებს გააცნობენ როგორც პედიატრიული გადაუდებელი დახმარების აქტუალურ პრობლემებსა და გადაჭრის გზებს, ასევე - დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს, თანამედროვე მიდგომებს. ორდღიანი კონფერენცია ლექციებისა და სესიების სახით ჩატარდება.
კონფერენცია გათვლილია საქართველოს პედიატრიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის, პედიატრიული კრიტიკული მედიცინისა და ზოგადი პროფილის პედიატრებისთვის.