იმედი მაქვს, რომ ჩვენც და აფხაზებსაც მშვიდობისკენ მიმართული მსვლელობა გვექნება, _ განაცხადა ვაკის პარკში სოხუმის დაცემის 17 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
მას იმედი აქვს, რომ მოვა დრო, როცა აფხაზები და ქართველები ერთიან მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ. მისი თქმით, ეს ტრაგედია ქართველებზეც და აფხაზებზე თანაბრად ნაწილდება.
"ეს დღეს საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა. დღევანდელი დღე გლოვეს დღეა და ერს, რომელსაც გლოვის უნარი არ აქვს, ის ერი არ არსებობს. მშიდობისთვის კი ქართველი ხალხის ერთობაა აუცილებელი", _ განაცხადა სანიკიძემ.